შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეროვნული ვალუტა ფსკერისკენ-ლარმა ანტი რეკორდი მოხსნა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38641 
 30 მაისი 2019

ლარი უკვე ყოველ დღე უფასურდება. ასეთი გაუფასურებული ლარი ისტორიას არ ახსოვს. ლარმა ანტი რეკორდი დღეს კიდევ ერთხელ მოხსნა და ეროვნული ვალუტა ცენტრალურმა ბანკმა კიდევ გააუფასურა. ამ დროის მონაცემებით ერთი დოლარის ფასი 2.81-ია, კომერციულ ბანკებში 2.84 .

ეროვნული ვალუტის ვარდნა ფსკერისკენ მარტო იმ ადამიანების პრობლემა არ არის, ვინც სესხი ამერიკულ ვალუტაში გამოიტანა და ყოველი თვის ბოლოს დოლარი უნდა შეიძინოს. გაუფასურება ფასებზე აისახება, ფასები კი ყველა მოქალაქეებზე.

ადამიანების ცხოვრება საქართველოში ლატარიას დაემსგავსა, მიდის ბრძოლა გადარჩენისთვის, ვისაც უმართლებს - არსებობას ახერხებს, ვისაც არა - დღით დღე სულ უფრო მეტად ღარიბდება. ხალხი ამბობს, რომ პოლიტიკური ორთაბრძოლის ქაოსში ჩართულ ხელისუფლებას, მთავარი - ადამიანები დაავიწყდა.

კვირიდან კვირამდე ფასები იზრდება, პროდუქტი კი რომელიც სახლში მიაქვთ, მცირდება.

ლარის გაუფასურების მასშტაბი საგანგაშოდ მიაჩნიათ ექსპერტებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტა უკვე იმ კრიტიკულ ზღვარზეა, როდესაც აუცილებელი ხდება ხელოვნური არევა, თუმცა ეროვნული ბანკი პრობლემას საგარეო ფაქტორით ხსნის და ინტერვენციას არ ჩქარობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია