შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს’ – განათლების სამინისტრო წითელ ყელსახვევებზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22846 
 31 მაისი 2019
განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოკვლევა დღეს, 31 მაისს დილიდან დაიწყეს. ამ ეტაპზე სკოლის პედაგოგების გამოკითხვა მიმდინარეობს.„მედიით შევიტყვეთ ზეიმის წითელი ყელსახვევებით ჩატარების შესახებ და რა თქმა უნდა დავინტერესდით. საბჭოთა სიმბოლიკების და მსგავსი სახის პროპაგანდა არ შეიძლება და აკრძალულია! აუცილებლად ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს და დეტალურად გამოვიკვლევთ რა მოხდა და როგორ მოხდა სკოლაში“, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლაში კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი უწყება, პედაგოგებისა და დირექტორის მიმართ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან, თუ ამ ამბავს სხვა სახის რეაგირება მოჰყვება.სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით სკოლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან – „მთავრდება სკოლები და სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, ამიტომ ყველა პედაგოგს და დირექტორს მოვუწოდებთ, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემებზე გაამახვილონ ყურადღება და ისეთ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ, რამაც შეიძლება მსგავსი შედეგები მოიტანონ“.ახალციხის, მეხუთე საჯარო სკოლაში 27 მაისს პირველი კლასის ზეიმი ჩატარდა, სადაც ბავშვებს თეთრ მაისურებზე წითელი ყელსახვევები უკეთიათ. სკოლაში განმარტავენ, რომ მოსწავლეები საქართველოს დროშის ფერებში იყვნენ. იურისტები კი ჩაცმულობას საბჭოთა სიმბოლიკასთან და პიონერის ყელსახვევთან აკავშირებენ.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია