შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წარმატებას ზურგზე არ მოვიკიდებთ და არ წავიღებთ"- პრემიერ მინისტრი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მაისი 2019

ეს წარმატება მარტო ჩვენი არ არის, ზურგზე არ მოვიკიდებთ და წავიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, „ევროპული საქართველოს წევრის" ირაკლი აბესაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი დეპუტატს მოუწოდებს, დაუჯეროს ციფრებს, რომელსაც მსოფლიო ბანკი და „ოჯპ" (OGP) აქვეყნებს.

„ბატონო ირაკლი, ვფიქრობ, რომ დეტალურად გიპასუხეთ ყველაფერზე. თუ ვერ გაიგეთ, კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, მაგრამ მე სიტყვა „შავ ხვრელს" რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. რატომ იცით? ეს წარმატება მარტო ჩვენი კი არ არის, ზურგზე კი არ მოვიკიდებთ და წავიღებთ. თქვენ რომ ამბობთ იტყუებითო, საერთოდ თუ გაქვთ წარმოდგენა რა სტატისტიკაზე ამბობთ ამას. მსოფლიო ბანკი იტყუება თუ OGP. 225 ათასი ადამიანი იღებს ცენტრალური ბიუჯეტიდან ხელფასს. წერილობით რაც გამოგიგზავნეთ, იქ არის ყველაფერი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია