შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„უკიდურეს დღეშია ხალხი, ნაგვის ურნებში ეძებენ საჭმელს“-ოზურგეთში მოვაჭრეები მყიდველებს ნატრობენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38689 
 01 ივნისი 2019

 

ლარი უკვე ყოველ დღე უფასურდება. ასეთი გაუფასურებული ეროვნული ვალუტა ისტორიას არ ახსოვს

ლარის ვარდნა ფსკერისკენ მარტო იმ ადამიანების პრობლემა არ არის, ვინც სესხი ამერიკულ ვალუტაში გამოიტანა და ყოველი თვის ბოლოს დოლარი უნდა შეიძინოს. გაუფასურება ფასებზე აისახება, ფასები კი ყველა მოქალაქეებზე.

ადამიანების ცხოვრება საქართველოში ლატარიას დაემსგავსა, მიდის ბრძოლა გადარჩენისთვის, ვისაც უმართლებს - არსებობას ახერხებს, ვისაც არა - დღით დღე სულ უფრო მეტად ღარიბდება.

კვირიდან კვირამდე ფასები იზრდება, პროდუქტი კი რომელიც სახლში მიაქვთ, მცირდება.

ლარის გაუფასურების მასშტაბი საგანგაშოდ მიაჩნიათ ექსპერტებს.

გაძვირებულ საწვავთან და მედიკამენტებთან ერთად, ფასებმა საგრძნობნლად მოიმატა საკვებ პროდუქტებზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულზე, ხილზეხორცის პროდუქტებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, სასტუმროებსა და კაფე-რესტორნებში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

კომბოსტო - 171.9%-ით;

ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 102.9%-ით;

წიწაკა - 78.5%-ით;

ხახვი - 57.8%-ით;

მწვანილი - 38%-ით;

კიტრი - 37%-ით;

პომიდორი - 35%-ით;

ბადრიჯანი - 32.2%-ით;

ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.5%-ით;

იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.3%-ით.

გურიაში ფასების მკვეთრი ზრდა პირდაპირ აისახება მყიდველის უნარიანობის შემცირებასთან. ამის შესახებ „გურიის მოამბესთან“ ადგილობრივი მოვაჭრეები, მაღაზიის მეპატრონეები და მყიდველები საუბრობენ.

 ლ.მ. - დახურვის პირას ვართ. ამას არ ქვია მუშაობა. მარტო ბინის ფულის  გადახდაზე  ვფიქრობ,  მოგებაზე  და ავის გატანაზე  ზედმეტია  საუბარი, მუხედავდ იმისა, რომ მაქვს ბანკის ვალები. ამ კრიზისს ვუკავშირებ, თხილის გაქრობას, რაც თხილი  აღარაა , იმის მერე ვაჭრობაც  გაქრა.

ნ.ჯ. - ჩემს მაღაზიაში,  საერთოდ არ შემოდიან. ფასები ყველაფერზეა მომატებული,  დოლარის მომატებასთან ერთად. როცა  დოლარი იმატებს, ფასებიც შესაბამისად მატულობს. კლიენტები  მოდიან მაშინ,  როცა პენსიას  და   დახმარებას  იღებენ, თუარა ვზივარ აგერ  ტყუილა. ძაან უჭირს  ხალხს. მომატებულია  ზეთზე,  შაქარზე.  პურზე  ცოტა წონას  აქვს  მოკლებული, თორე ფასი არა  აქვს მომატებული. ცოტ-ცოტა მოიმატა ყველაფერზე ფასებმა. მეშოკი შაქრის ფასი 68  ლარი რომ  იყო და  ახლა  74 ლარია  გამხადარი.

ლ.მ. - დოლარმა რაც მეიმატა, იმის მერეა გაძვირებული პროდუქტები.  კლიენტებიც  შემიმცირდა. ხალხს ფული არა აქვს და რა ქნას?! მეიმატა შაქარმა, მაკარონმა.

რ.ს. - მომატებული არის ფასები, აღდგომის დაწყებამდე  დღეებში მომენტი ნახეს, ხალხს  საყიდელი  აქვს „ვინუჟდენიო“ და აწიეს  ყველაფერის ფასები. აღდგომას კვერცხს  რომ 60 კაპიკზე ეიყვან...  დოლარის მომატებას   თვითონ  მაგენი შობიან ყველაფერს. მომატებულია შაქრის ფასი,  1.60-ზეა  უკვე ასული. მომხმარებლის რაოდენობა რა თქმა უნდა შემცირდა.

ვრცლად რეპორტაჟი ნახეთ "გურიის მოამბის" ორშაბათის ნომერში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია