შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 13 კილომეტრის მოშორებით, სოფელ მართგაჯინაში დაფიქსირდა. ძლიერი რყევები იგრძნობოდა ახალციხეშიც.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 06 ნოემბერი 2018
თბილისის დროით მიწისძვრა ექვს ნოემბერს, გამთენიისას, 05:17 საათზე დაფიქსირდა. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადა, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას შესაძლოა ეპიცენტრში ნგრევა მოჰყოლოდა: "ეს ძლიერი მიწისძვრაა. ასეთი სიმძლავრის დროს არ არის გამორიცხული ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსშიც იყოს ნგრევა. სამცხე–ჯავახეთი და ახალციხე საკმაოდ მოშორებულია ეპიცენტრს. ამიტომ აქ მხოლოდ შეგრძნების დონეზე იქნებოდა მიწისძვრა". ონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საქართველოში, სამ წუთში, 05:20 საათზე კი 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი სოფელ პერევში იყო.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია