შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38682 
 01 ივნისი 2019

„A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, 18 წელი ხდება.

ამას შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის.

როგორც უწყება განმარტავს, ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. იმ ქვეყნებში კი, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში.

“მიუხედავად საქართველოში დღეისათვის მოქმედი ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციებისა, საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას“, - განმარტავს შს სამინისტრო.

ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. როგორც შსს-ში აცხადებენ, დღეისათვის მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია