შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში თავდასხმის შედეგად დაშავებულმა ოთხმა პაციენტმა თბილისის ტრავმატოლოგიური კლინიკა დატოვა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 06 ნოემბერი 2018
დაშავებულების მკურნალი ექიმი ბუბა შალამბერიძე ამბობს, რომ პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: „პრაქტიკულად ყველა ის ჩივილი რომელიც აწუხებდათ, მოეხსნათ, მათ აღარაფერი აწუხებდა და გუშინ, ხუთ ნომებერს, შუადღისას გავწერეთ". შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს თბილისში ენმ–ს ოფისზე თავდასხმის შედაგად ოთხი დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის აბრამ აბრაამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მას სახის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ამიტომ ახალქალაქის საავადმყოფომ მისთვის კატასტროფის ჯგუფი გამოიძახა და თბილისში გადაიყვანა. გვიან ღამით კი საკუთარი სურვილით თბილისში კერძო კატასტროფის ცენტრმა სამი დაშავებულიც გადაიყვანა. ახალქალაქის საავამდყოფოს მენეჯერი აცხადებს, რომ არცერთ მათგანს თბილისში გადაყვანა არ სჭრიდებოდა, რადგან ადგილზე სამივე დაშავებულის სამკურნალოდ ყველა რესურსი გააჩნდათ.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება