შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ხელისუფლებას ძალიან აწყობს ღარიბი, მორწმუნე ხალხი და მათი მაკონტროლებელ-მაყურებელი ეკლესია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38708 
 02 ივნისი 2019

რეალურად, ხელისუფლებას ძალიან აწყობს ღარიბი, მორწმუნე ხალხი და მათი მაკონტროლებელ-მაყურებელი ეკლესია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია წერს.

"ხან პრეზიდენტი დარბის ჯვრებით, ხან - პრემიერი. ქარისგან ანაფორაგაფრიალებული მღვდლები და ეპისკოპოსებიც ხვნეშა-ხვნეშით ძლივს მიაწევენ "შემოწირულობებით" ნასუქ ღიპებს... გინახავთ რომელიმე ევროპული ქვეყნის ლიდერი, ასე რომ დარბოდეს აქეთ-იქეთ ქვეყნის ურთულესი მდგომარეობისას საქმის კეთების ნაცვლად?

ისიც ხომ ფაქტია, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით მეტად მორწმუნეა მოსახლეობა. იხილეთ მსოფლიო რეიტინგები. სამაგიეროდ, მდგომარეობას თუ ვერ გამოასწორებენ, მრევლის გულს მოიგებენ. ფაქტობრივად, ასეთი ალგორითმი გამოდის: რაც უფრო ღარიბია მოასხლეობა, მით მეტად რელიგიურია, და მით უფრო ძლიერია ეკლესია; მით უფრო მეტ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო რელიგიას, ნაცვლად ქვეყნის შენებისა; რაც უფრო ღარიბია მოსახლეობა, მით უფრო იაფად შეიძლება მისი ყიდვა.

ფაქტობრივად, ფული თავისთვის რჩებათ, ხალხს კი ღმერთის სახელითაც კარგად ყიდულობენ. რეალურად, ხელისუფლებას ძალიან აწყობს ღარიბი, მორწმუნე ხალხი და მათი მაკონტროლებელ-მაყურებელი ეკლესია. ამავე დროს, რაც მეტად აფუჭებს ხელისუფლება საქმეს, მით უფრო მცირდება მისი მხარდაჭერა მოსახლეობის მეტნაკლებად კრიტკულ, მოაზროვნე ნაწილში. შესაბამისად, იზრდება მათი როლი, ვისაც კრიტიკული აზროვნება არ ეხერხება და არ უყვარს, ვისაც საკუთარ ჩამოყალიბებულ აზრს კურთხევა და 5 კგ კარტოფილი/ხახვი ურჩევნია და ხელისუფლება ყოველთვის ულტერნატივოდ მიაჩნია, არსებული ვითარება კი - კონსერვატიულ, შეჩვეულ ჭირად.

და ბოლოს: ამ უუნარო, უსწავლელი, უპოზიციო და მშიშარა ბნელეთის ხვედრითი წილი ყოველწლიურად იზრდება, რადგან ის, ვინც ამას არ ეგუება და ვისაც მეტი უნარი, ინიციატივა და სიმამაცე აქვს, უბრალოდ გარბის ქვეყნიდან იმის მაგივრად, საშველზე იფიქროს...

და საშველიც ამიტომ არა ჩანს...", - წერს გამსახურდია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია