შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა"- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38711 
 03 ივნისი 2019

„ბათუმის ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შვიდი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი დაკავების საკითხს, ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა მისი თქმით, აქ საქმე უფრო მეტად პოლიტიკურ ინტერესშია ვიდრე კორუფციასთან ბრძოლაში. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კორუფციული მეტასტაზები უკვე მთელ სახელისუფლებო სხეულში გავრცელდა

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ინტერეს­ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ფონს გასვლას. აქ მხოლოდ ფული და ასეთი გარიგებები არ უნდა ვიგულისხმოთ. კორუფციაა ლობისტური, ნეპოტისტური მოქმედებებიც და ა.შ. სამწუხაროდ, შეიმჩნევა რამდენიმე დაჯგუფებების აქტივობა, რომელთაც, ასე ვთქვათ, მწვანე აქვთ ანთებული და ბაზარზე დომინირებენ. ისინი როგორც ბიუჯეტთან, ასევე სახელმწიფო ან მსხვილ კომპანიებთან დაკავშირებით სიტუაციას, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად აყალიბებენ. ეს არის კორუფციის ყველაზე სახიფათო ფორმა, რასაც ჩვენ ელიტურ კორუფციას ვეძახით. ეს ხდებოდა ადრეც და ხდება დღესაც, თუმცა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამას დაემატა კორუფციული რისკები საშუალო და ქვედა დონეებზე. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლებას ასე სურს. არა. ის, სისუსტის გამო, კონტროლს ვერ ახერხებს. შედეგად ქვედა და საშუალო რგოლის ჩინოსნებს ნაკლებად ეშინიათ, თუმცა ამბიციები დიდი აქვთ. ყველა, ვინც ხელისუფლებას საეჭვოდ ჩატარებულ არჩევნებში ეხმარება, მიიჩნევს, რომ ამისთვის დივიდენდები უნდა მიიღოს. შესაბამისად, კორუფციული მეტასტაზები უკვე მთელ სახელისუფლებო სხეულში გავრცელდა. ვერ ვეტყვი, რომ ეს გადაულახავ პრობლემად არის ქცეული, მაგრამ აშკარაა, რომ ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა.

სხვათა შორის, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაძაბულობის მიზეზი. მე მას ვთავაზობდი, სასწრაფოდ შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სისტემა, რომელიც ამ მიმართულებით აგრესიულ მოქმედებებს დაიწყებდა. თან ეს უნდა მომხდარიყო ეკონომიკის მოდერნიზაციასთან ერთად. ამ ელემენტების გაერთიანებით ქვეყანაში განვითარების ახალი ტალღის საფუძველი შეიქმნებოდა, რაც ქართველ საზოგადოებას ოპტიმიზმსაც გაუჩენდა... თუმცა ივანიშვილისთვის ეს მისაღები არ აღმოჩნდა.“- განაცხადა გია ხუხაშვილმა „კვირის პალიტრასთან“

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია