შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამერიკის ვიზის მისაღებად სოციალურ ქსელებში საკუთარი ექაუნთის შესახებ ინფორმაციის წარდგენა იქნება საჭირო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2019

ამერიკის ხელისუფლებამ უცხოელებისთვის აშშ-ის ვიზების მისაღებად ახალი წესი შემოიღო. ამის შესახებ Hill.TV იუწყება.

2019 წლის 31 მაისიდან ყველა ადამიანმა, ვისაც ამერიკის ვიზის მიღების სურვილი აქვს, ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში საკუთარი ექაუნთის შესახებ. აღნიშნული წესი ქვეყანას დაეხმარება პოტენციური საფრთხეებისა და ტერორის თავიდან არიდებაში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ თუკი ვიზის მიღების მსურველი იცრუებს, რომ არ გააჩნია საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელებში, მას სერიოზული საიმიგრაციო შედეგები ელოდება.

აღნიშნული ცვლილებები ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნით შემოიღეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია