შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტი და პრემიერი წმინდა ნინოს გზის მსვლელობას შეუერთდნენ [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22858 
 01 ივნისი 2019
დღეს, 1-ელ ივნისს, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ აღვლენილი წირვის შემდეგ, „წმინდა ნინოს გზის“ მსვლელობა დაიწყო. მორწმუნეები გზას სოფელ ფოკის დედათა მონასტრისკენ გააგრძელებენ და მონასტერს მოილოცავენ. დაახლოებით ორ კილომეტრიან გზას მრევლთან ერთად გაივლიან მთავრობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „მეც ვაპირებ წმინმდა ნინოს გზის გავლას, იქამდე სანამ შევძლებ, რომ მსვლელობის მონაწილეებთან ერთად ვიარო, მათთან ვიქნები“.ნინოწმინდაში იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც. წირვის დასრულების შემდეგ მან შეკრებილ მორწმუნეებს სიტყვით მიმართა: „1700 წლის წინ ამ მიწაზე ფეხი დაადგა წმიდა ნინომ და დაიწყო ჭეშმარიტი რელიგიის ქადაგება, ეს ის ძირითადი ფესვებია, რაზეც საქართველო დგას. 30 წლის წინ კი ამ ულამაზეს კუთხეში აღდგა წირვა-ლოცვა, რაც ეპოქალური მნიშვნელობისაა“, - აღნიშნა პრემიერმა. მან ყურადღება სამომავლო ტურისტულ გეგმაზეც გაამახვილა: „მე გპირდებით, რომ აქ ინფრასტრუქტურა მოეწყობა და გავხდით ტურისტულ კუთხეს. მთელს მსოფლიოს დავანახებთ რა განძი გვაქვს“.„წმინდა ნინოს გზა“ დღეს, იმ ადგილიდან დაიწყო, სადაც წმინდანი საქართველოიში შემოსვლისას შეჩერდა. მსვლელობა 12 ივლისს, სვეტიცხოველის ტაძარში დასრულდება. ფოტო: სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდიდან[ლუბა გიორგაძე, თაკო ფეიქრიშვილი, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება