შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბრალი შესაძლოა ორივე მხარეს წარედგინოს. ამის შესახებ, დღეს, 2 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 02 ნოემბერი 2018
შს მინისტრის თქმით, ახალქალაქში მომხდართან დაკავშირებით, დაზარალებული მხარე გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა, თუმცა პრობლემა მოგვარებულია და ინციდენტში მონაწილე მხარეებს ბრალი დღეს წარედგინებათ. "თუ არ ვცდები, ბრალი ორივე მხარეს უნდა წარედგინოს, თუმცა ეს ყველაფერი დღეს აუცილებლად მოხდება. ამ მომენტში, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვისი ბრალია. პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ძალადობა უნდა მოხდეს ადამიანზე, თუმცა არც პროვოკაციაა სასურველი და სახარბიელო", – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.შეგახსენებთ, რომ ენმ–ს ოფისზე თავდასხმა 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და "ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა: აშოტ რაისიანი, აბრაამ აბრაამიანი, ტიგრან აბრაამიანი და მიშა აგაბაბიანი. ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძიებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია