შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდას ფინანსთა სამინისტრო დააფინანსებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22871 
 03 ივნისი 2019
„ფინანსთა სამინისტროსგან თანხის ჩარიცხვას ველოდებით, შემდეგ შევარჩევთ კომპანიას, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს“, – აცხადებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი.რაც შეეხება, დამეწყრილ გზაზე საყრდენი კედლის მოწყობას, სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გზის გაწმენდის შემდეგ დაიწყება საპროექტო დოკუმენტების მომზადება. თანხის მოძიებისთვის კი მთავრობას მიმართავენ.ვარძია–გოგაშენის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი 13 მაისის ღამეს ჩამოწვა. კლდის და მიწის მასამ გზის 45 მეტრიანი მონაკვეთი დაფარა. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა 18 მაისს შეისწავლეს. დასკვნის მიხედვით, გზა აღდგენას ექვემდებარება და გოგაშენი–ვარძიის სხვა ტერიტორიაზე მეწყერის განვითარების საშიშროება არ არსებობს, თუმცა მსგავსი პროცესების თავიდან ასარიდებლად, აღნიშნულ გზაზე საყრდენი კედლები მოეწყობა.[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება