შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა და ვეღარ გამოჰყავთ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივნისი 2019
დღეს, სამ ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე ხაშურის ქუჩაზე მცხოვრების ავტომანქანაში გველი შეძვრა.მეპატრონეს თქმით, ქვეწარმავალი ავტოფარეხის კართან იყო გაწოლილი და საბურავიდან მანქანაში შეძვრა: „საბურავზე აცოცდა. დავქოქე და გამოვიყვანე, მეგონა ჩამოვარდებოდა. მეზობელი უყურებდა, მაგრამ გამოსული არ დაუნახავს. მანქანაშია სადღაც“.ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფი მუშაობს. ისინი მანქანის საბურავის მოხსნას ცდილობენ. ავტომანქანაში შეასხურეს ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ხსნარიც.„თუ არ დავინახე, რომ გამოიყვანეს, ისე ვერ დავჯდები მანქანაში“, - ამბობს მეპატრონე. მისივე თქმით, ქვეწარმავალი ამ უბანში გასულ წლებშიც უნახავთ სავარაუდოდ, იგი მდინარის ნაპირიდან ამოდის. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია