შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მანქანაში შემძვრალი გველის გამოყვანას ცხრა საათია უშედეგოდ ცდილობენ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22875 
 03 ივნისი 2019
„წავიყვანე ხელოსანთან, მაღლა ავწიეთ მანქანა და დავათვალიერეთ, მაგრამ არაფერი ჩანს. მერე ფარეხში დავაყენე და დაახლოებით ერთი საათი გოგირდის კვამლში იყო. დარწმუნებული ვარ რომ მანქანაშია. დავინახე, რომ აძვრა მანქანაში და სანამ ფარეხიდან სამი მეტრი გამოვაცილე, სხვა ვთხოვე, რომ ეყურებინა თუ გამოვიდოდა. სალონში შესვლის საშიშროებაც არის“, - ამბობს მანქანის მეპატრონე.იგი ავტომანქანის რამდენიმე დღით ფარეხში დატოვებას გეგმავს: „ვფიქრობ სამი-ოთხი დღე დაველოდო, არ გავანძრევ მანქანას ადგილიდან, იქნებ გამოვიდეს გარეთ“. გველი მანქანაში დღეს, სამ ივნისს დილის 10:00 საათზე შეძვრა. ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო სამსახურის ჯგუფი. მათ ქვეწარმავლის გამოსაყვანად მანქანას საბურავი მოხსნეს, თუმცა ვერ იპოვეს და უკან დაბრუნდნენ. სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ასეთ დროს, ქვეწარმავლების გამოყვანის ვალდებულება მაშველებს არ აქვთ, თუმცა ისინი დასახმარებლად მაინც გავიდნენ: „ჩვენს კომპეტენციაში მსგავსი საქმიანობა არ შედის. ადგილობრივ თვითმმართველობას, ახალციხის მერიას უნდა ჰქონდეს სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ამ დროს ქვეწარმავლების ან ცხოველების გამოყვანას. თუმცა ვინაიდან ზარი შემოვიდა და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაშველები საკუთარი ნებით წავიდნენ დასახმარებლად“.ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი სამსახური, თვითმმართველობაში არ აქვთ, შესაბამისად, ქვეწარმავლის გამოყვანაში მეპატრონეს ვერ დაეხმარებიან. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეში ბინა გაქურდეს

მულტიმედია