შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურკელში სამმეტრიანი თიხის სათავსო აღმოაჩინეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22879 
 04 ივნისი 2019
„ქვევრს ჰგავს, სიმაღლე დაახლოებით სამი მეტრი, სიგანე კი ორი მეტრი ექნება. სამუშაოების დროს აღმოჩნდა და თუ ისევ მიწა დააყარეს ზედ, ისტორია დაიმარხება“, - გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები. როგორც გურკელის სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნინო მახათაძე განმარტავს, იქ, სადაც ქვევრის ტიპის სათავსო აღმოჩნდა, ადრე ნასახლარი იყო. მას შემდეგ, რაც აქ ხაშურიდან გადმოსახლებული მოსახლეობა დამკვიდრდა, ახალი სახლების მშენებლობა დაიწყეს, ნასახლარები კი მიწით დაიფარა. „სოფელში გვეგონა, რომ ქვევრი იყო. მაგრამ სათავსოა, მარცვლეულის ან რაიმე პროდუქტის შესანახი. ასეთები გვინახავს ძველ დასახლებებში. მანდ ადრე მიწური სახლები იყო, რეპატრირებული მესხები ცხოვრობდნენ. როცა აქ 1944 წელს ხაშურიდან ხალხი ჩამოასახლეს, ეს შენობები დახვდათ, ამიტომ ეს სათავსო რომელი წლისაა ვერ ვიტყვით“, - ამბობს ნინო მახათაძე.ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, - „არქეოლოგს ველოდებით და მასთან ერთად ავლენ მერიის თანამშრომლები ადგილზე. რამდენადაც ვიცით, მარცვლეულის შესანახი სათავსო უნდა იყოს“.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი