შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ იგი შეიწყალებს ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა. მისივე თქმით, ის აპირებს მიხეილ სააკაშვილის და დანარჩენი პოლიტპატიმრების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას და გიორგი ცააძის შეწყალებას.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 02 ნოემბერი 2018
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში "იმედის კვირასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან ამავე საკითხზე "არჩევნაშიც" ისაუბრა: "უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იმით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ მას არანაირი შეწყალება არ სჭირდება და მას სჭირდება, თუ ვინმეს აქვს სამართლებრივი შეკითხვები, იმის საშუალება, რომ ამ სამართლებრივ შეკითხვებს გასცეს პასუხი და სამუდამოდ დახუროს ეს საკითხები. რაც შეეხება ყველა დანარჩენ პოლიტპატიმარს, მინდა გითხრათ: მე მკითხეს, გაქვთ თუ არა სურვილი ამის გაკეთების, რაზეც ვუპასუხე, რომ მაქვს სურვილი და აუცილებლად ვეცდები ამის გაკეთებას. მაგრამ, მოდით, გავიხსენოთ, რომ საქართველოში გვაქვს კანონმდებლობა და პროცედურა. სანამ რაიმე მოხდება, მოსმენილ უნდა იქნას, მათ შორის, პროკურატურა, რომელიც დღეს მთლიანად არის ქართული ოცნების კონტინგენტით დაკომპლექტებული. უნდა იყოს გათვლაისიწნებული იმ ადამინების აზრი, რომლებიც შეწყალების კომისიაში არიან. მე შევიწყალებ – იმას კი არ ნიშნავს, რომ მე შევიწყალებ, შეიწყალებს სახელმწიფო იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც გვაქვს", – ამბობს ვაშაძე. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება