შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38717 
 03 ივნისი 2019

 

წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. 

2019 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7 პროცენტი შეადგინა.

წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, სამომხმარებლო ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3 პროცენტს აღემატება.

საქსტატის ცნობით, წლიურად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, მათ შორის ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 33.7 პროცენტით, თევზეულზე – 13.5 პროცენტით, პურსა და პურპროდუქტებზე – 11.6 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 7.2 პროცენტით, ასევე მინერალურ წყლებზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე – 4.8 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე 19.9 პროცენტით.

ერთ წელიწადში ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე  – 44.6 პროცენტით; პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 4.4 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე – 1.6 პროცენტით; გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე – 6.4 პროცენტით; სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე – 4.5 პროცენტით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე – 2.9 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურებაზე – 1.6 პროცენტით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება