შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩავთვალოთ, რომ სამართალი ურმით მოვიდა“- ხუხაშვილი კალანდიას დაკავებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38753 
 04 ივნისი 2019

სამინისტროს ინფორმაციით, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის მიხეილ კალანდია დააკავეს. ექსპერტი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ ახლა მთავარია სწორი დიაგნოზი იქნას დასმული და გამოიძიონ არა მხოლოდ ეს ტრაგედია, არამედ ამ საქმის საბოტირებაც. 

„ფრთხილი ოპტიმიზმით შევხედავდი ამ ყველაფერს. ახლა მთავარია, რომ სწორი დიაგნოზი იქნას დასმული, ანუ გამოძიებული იქნას არა მხოლოდ ეს დანაშაული, ეს ტრაგედია, არამედ თვითონ ამ საქმის დანგრევა-საბოტირებასტან დაკავშირებით რა ხდებოდა მთელი ამ პრიოდის განმავლობაში და რატომ დაგვიანდა სამართლიანობის აღდგენა, ვინ უშლიდა ამ პროცესს ხელს, ვინ მოქმედებდა შიგნით ხელისუფლებაში - აი, ესეც უნდა გამოვიკვლიოთ. 

„თუ არსებობს პოლიტიკური ნება, მარტო იმისა კიარა, რომ ასეთი დანაშაული არ ხდებოდეს, არამედ შემდგომ დანაშაულის დაფარვაც, როგორც აგრეთვე მძიმე დანაშაული აღარ განმეორდეს ამ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით ვიხილეთ, დანაშაულის დაფარვის ფიგურანტებიც უნდა იყვნენ დასჯილი, ეს იქნებოდა სწორი პრევენცია, სამომავლოდ სწორი და ჯანსაღი პროცედურების დამკვიდრებისთვის“, - აცხადებს ექსპერტი.

ხუხაშვილის თქმით, კალანდიას „ოქროს მოწმეობა“ იმით შეიძლება აიხსნას, რომ შესაძლოა ის ისეთ ვერსიას სთავაზობდა, რაც გამოძიებისთვის იყო მნიშვნელოვანი.

„ის ალბათ რაღაც ვერსიას სთავაზობდა, რაც გამოძიებისთვის იყო მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ამ ფორმით ხდებოდა მისი არიდება პასუხისმგებლობისგან. მე არ ვარ დეტალებში გაცნობიერებული, რომ უფრო დეტალურად ვილაპარაკო, მაგრამ „ოქროს მოწმე“ ნიშნავს მოწმეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას საუბრობდა მომხდარ ფაქტზე, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მოტივი ამ ყველაფერში მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენა იყო, შესაბამისად, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც, ანუ „ოქროს მოწმეობაც“ სერიოზული რევიზიის საგანი უნდა გახდეს.

„ჩავთვალოთ, რომ სამართალი ურმით მოვიდა, რასაც ქვია, მაგრამ 21-ე საუკუნეში ცუდია, რომ სამართალი ურმით დადის იმიტომ, რომ განვითარებულია ტექნოლოგიები, ცხოვრება ძალიან სწრაფად ვითარდება და მაღალი რისკების შემცველია სამართლის ურმით ტარება, მაგრამ ეს მოცემულობა გვაქვს“, - ამბობს ექსპერტი .

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია