შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში ენმ–ს შტაბის ხელმძღვანელს აშოტ რაისიანსა და ამავე პარტიის მხარდამჭერს მიხეილ აგაბაბიანს, ბენზინ გასამართ სადგურებზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევისთვის, ასევე, აქ დასაქმებულების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ედავებიან.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 05 ნოემბერი 2018
აშოტ რაისიანისა და მიხეილ აგაბაბიანის საქმეზე ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს დღეს, ხუთ ნოემბერს 12:00 საათზე უნდა ემსჯელა, თუმცა, სხდომა გადაიდო. მიზეზი ისაა, რომ რომ ვერც ერთი და ვერც მეორე სასამართლოში ვერ გამოცხადდა. „ორივე მათგანი თბილისში საავადმყოფოში წევს, 20 დღე კიდევ დასჭირდებათ მკურნალობა და აქ ვერ ჩამოვლენ, ამიტომ გთხოვთ ამ საქმის განხილვა 20 დღით გადადოთ“, – მიმართეს მოსამართლეს სხდომაზე რაისიანისა და აგაბაბიანის ნათესავებმა. აშოტ რაისიანსა და მიხეილ აგაბაბიანს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. შსს–ში აცხადებენ, რომ მათ 30 ოქტომბრის ღამეს, ბენზინ გასამართ სადგურებზე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბილშვილის პლაკატები ჩამოხიეს, ასევე, აქ დასაქმებულებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული მუხლი სამართალდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში რაისიანსა და აგაბაბიანს 100–ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. „ორივე გადაიხდის ჯარიმას, პრობლემა ეგ არაა, მაგრამ გადამეტებული მგონია ეგ სასჯელი, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში პლაკატებს ბევრი ხევს და მაშინ ყველა დააჯარიმონ“, – ამბობს აშოტ რაისინის ძმა კარლოს რაისიანი.კარლოს რაისიანი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა