შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოზარ სუბარი: გუბერნატორების საწვავის ხარჯები მათი საქმიანობის ადეკვატურია

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22893 
 04 ივნისი 2019
სოზარ სუბარის თქმით, თითოეული გუბერნატორი დღეში დაახლოებით 25 ლიტრ საწვავს ხარჯავს. ხარჯებს ზრდის კვირაში ერთხელ, დედაქალაქში, მთავრობის სხდომებზე დასასწრებად სიარულიც. „გააგრძელონ ძალიან აქტიურად მუშაობა და ჰქონდეთ ყოველდღიური ურთიერთობა მოსახლეობასთან, მათ შორის სამხარეო ცენტრებიდან ყველაზე დაშორებულ უბნებში და სოფლებში. ეს იქნება მათი მუშაობის განმსაზღვრელი. ვინც ასე ვერ იმუშავებს, მას პირიქით მოეთხოვება პასუხი,“ - მიმართა სახელმწიფო რწმუნებულებს მთავრობის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა.სუბარმა განმარტა, რომ გუბერნატორების ავტომანქანებს აქვთ ჩიპები და თითოეული ლიტრი კონტროლდება. მან თითქმის ყველა რეგიონის ხარჯებზე ისაუბრა, თუმცა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებზე კომენტარი არ გაუკეთებია. კვლევა გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შესახებ, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს გამოაქვეყნა, 9 ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. კვლევაში ვკითხულობთ, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე გაპიროვნებული ავტომობილებით გავლილი მანძილი კი სამჯერ შემოვლას უდრის. 2017-2018 წლებში 7-მა გუბერნატორმა 132,208 ლიტრი საწვავი დახარჯა და 750 ათასი კილომეტრი გაიარა. ბოლო ორ წელიწადში 126 621 კილომეტრი გაიარეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება