შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსწავლის დასჯა ‘პენალით’

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22890 
 04 ივნისი 2019
შემთხვევა 28 მაისს, მათემატიკის გაკვეთილზე მოხდა. „ამის გამო ბავშვი ორი დღე სკოლაში არ მოდიოდა“, - გვითხრეს სკოლაში. „სამხრეთის კარიბჭესთვის“ ცნობილია, რომ მოსწავლის დედამ დირექტორთან მეორე დღესვე დაწერა განცხადება, თუმცა მას ჩვენთან დეტალებზე საუბარი არ სურს. „არაფერი, რაღაც პრობლემა იყო, მაგრამ უკვე მოგვარებულია.. განცხადების გაკეთებასაც არ ვაპირებდი, მაგრამ დირექტორმა მითხრა აუცილებელიაო,“ – ამბობს ბავშვის მშობელი.ორი დღის შემდეგ, მომხდარი სკოლის მანდატურმა მეხუთეკლასელებისგან შეიტყო. „ჩვენთვის არავის მოუმართავს, ბავშვებისგან გაიგო მანდატურმა და იმ წამსვე გადასცა ინფორმაცია. დავიწყეთ მოკვლევა. პედაგოგსაც ვესაუბრეთ, ის მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადასტურებს,“ – ამბობენ სამსახურში. დარღვევის ოქმი, რომელიც მანდატურის სამსახურმა დაწერა, სკოლის დირექციამ 31 მაისს მიიღო. სკოლის დირექტორს, ბელა დიასამიძეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ სურს, ჩვენს შეკითხვებს ის მოკლე ტექსტური შეტყობინებით პასუხობს: „სკოლამ კანონის ფარგლებში განახორციელა შესაბამისი ღონისძიება“. „იმ თემასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ მოგცემთ. ჩვეულებრივი სამუშაო გაკვეთილი იყო. ყველაფერი ხდება, ასეც ხდება, ისეც, არაფერი არ მომხდარა. სკოლაში სწავლა, განათლება და დარიგებები მიდის. სკოლაა... რომ დავიწყოთ და ყველაფერს ვუკირკიტოთ, აღარაა საჭირო. ძალიან კარგი დირექტორია ბელა დიასამიძე და ასეთ ამბებზე ვინც საუბრობს, მისი ჩაძირვა უნდა. პენალები, ყელსახვევები, წითელი ფერი იქნება თუ სხვა, არაა საჭირო საუბარი“, – ასეთი პასუხი აქვს მათემატიკის მასწავლებელს, რომლის საქმესაც ახლა სკოლის დისციპლინარული კომიტეტი სწავლობს. კომიტეტის დასკვნას ელოდება ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორი ხათუნა ხმალაძე: „ვფლობთ ინფორმაციას ფაქტის შესახებ, ნამდვილად რომ მოხდა. ამ ეტაპზე საკითხს სწავლობენ. შეგვიძლია ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც გვექნება მასალები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაღაც დასკვნამდე მივიდეთ და რეაგირების შედეგად რამე გამოვავლინოთ.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია