შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ კალანდიას მამა - ჩემი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! - პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38749 
 04 ივნისი 2019

ჩემი შვილი უდანაშაულოა, - ამის შესახებ შსს-ს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ კალანდია ცოტა ხნის წინ შსს-ს შენობასთან მივიდა, სადაც მისი დაკავებული შვილია გადაყვანილი. მისი განმარტებით, ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"ახლა პოლიტიკური ინტერესი არსებობს "რუსთავი 2"- ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს", - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება