შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს, პოლიტიკური ფანდია"- ვოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38775 
 05 ივნისი 2019

მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში, არის მცდარი და პოლიტიკური ფანდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისადმიშეთავაზებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, კლიჩკო სააკაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობებზე სრულ ინფორმაციას არ ფლობდეს.

„ეტყობა კლიჩკომაც არ იცის კარგად, რამდენი მძიმე მუხლით არის გასამართლებული და ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავისი პოზიცია გააჩნია. მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში, არის მცდარი და პოლიტიკური ფანდი, რომელიც უნდათ გაათამაშონ ჩვენმა ოპონენტებმა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილსმისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა. ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

როგორც კლიჩკომ აღნიშნა, მისი პარტია „უდარ“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

„მე დავრჩები პარტიის ლიდერად, მიხეილ სააკაშვილს კი პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ვთავაზობ“, - განაცხადა კლიჩკომ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია