შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“გზაზე უნდა გავიდეთ, თუნდაც გოლგოთის!”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38786 
 05 ივნისი 2019

“გზაზე უნდა გავიდეთ, თუნდაც გოლგოთის!” – ასე მიაჩნია პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს:

“გზაზე უნდა გავიდეთ, თუნდაც გოლგოთის. ოღონდ უფლის ჯვარზე გასაკვრელად არა, არც სეირის საყურებლად. ღმერთი არცერთი არ ვართ და ის კი შეგვიძლია, ჯვრის ზიდვაში თუ ვერ მივეხმარებით, გული მაინც გვტკიოდეს, თვალები მაინც გვიწყლიანდებოდეს და ვლოცულობდეთ.

ჰო, ლოცვა შეგვიძლია და შემდეგ ღმერთმა იცის, რა მოხდება. შესაძლოა იმ ავაზაკამდეც მივიდეთ, ქრისტესთან ერთად რომ შევიდა სასუფეველში. გზაზე უნდა გავიდეთ!.. უგზოობაზე საშინელი არაფერია.

ერთმანეთთან უნდა მივიდეთ, ერთმანეთად უნდა ვიქცეთ. ჩვენი ბედისწერა ისაა, რასაც ვწერთ. ჰოდა, უნდა აღსრულდეს თითოეული სიტყვა. კილომეტრებით ვართ დაშორებული ერთმანეთს, მაგრამ ღმერთი იმათთან უფრო ახლოსაა, ვინც დაეცა, ვინც ჩამორჩა, ვინც უკანაა. წინ მყოფები კიდევ უფრო წინ წასვლაზე კი არა, მოტრიალებაზე უნდა ფიქრობდნენ, რომ ეს დალეწილები ანუგეშონ, უწამლონ… წაქცეულები ფეხზე წამოაყენონ და ა.შ. სხვანაირად თითოეული გადადგმული ნაბიჯი, თუნდაც გარეგნულად ჩანდეს, რომ წინ მიდიხარ, დაშორებაა უფლისგან.

ამ სიტყვებს არ ვწერდი საათების განმავლობაში. არ მიფიქრია, სად რა და როგორ მეთქვა. წყალივით წამოვიდა და წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა.”

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია