შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები დეტექტორებით აღიჭურვებიან

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30829 
 06 ივნისი 2019

სექტემბრიდან ყველა საჯარო სკოლას უკონტაქტო დათვალიერებისთვის განკუთვნილი დეტექტორები გადაეცემა. აღჭურვილობას მიიღებენ ის ადამიანებიც, რომლებიც არ არიან მანდატურები, მაგრამ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებს წარმოადგენენ.


მიმდინარე სასწავლო წელს საჯარო სკოლებში, მოსწავლეების უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად, 800-ზე მეტი აკრძალული ნივთი ამოიღეს. მათ შორის იყო ერთი ცეცხლსასროლი იარაღი და ელექტროშოკი.
ამ ეტაპზე მანდატურის სამსახური ქვეყნის 486 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი, მიმდინარე წელს ეს რიცხვი 133-ით გაიზრდება, 2022 წლისთვის კი სკოლების 85% იქნება მოცული. იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც მანდატურის სამსახური არ არის, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გარკვეულ პირებს აქვთ მინიჭებული. ის შეიძლება იყოს ამავე სკოლის თანამშრომელი ან გარეშე პირი.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადამზადებულია 134 უფლებამოსილი პირი, თუმცა მათი ანაზღაურების გაცემა უშუალოდ სკოლების პრეროგატივაა. ამ ეტაპზე უწყებაში მუშაობენ ანგარიშგების ელექტრონული სისტემის დანერგვაზე და აღნიშნული პირები ამ ეტაპზე ამ ვალდებულებისგან გათავისუფლებულები არიან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია