შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინსპექტირებისთვის მანქანის მფლობელებმა 16 მილიონი ლარი დახარჯეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22927 
 06 ივნისი 2019

ახალციხის ტექინსპექტირების ცენტრ „მესხეთში“ ინსპექტირება 2018 წლიდან დღემდე სულ 7 405 მანქანას ჩაუტარდა. მათგან ვარგისი 5 523 (74%)ავტომანქანა აღმოჩნდა, 1 882 (25%) კი დახარვეზდა. „პრობლემას წარმოადგენს მანქანების გამონაბოლქვი, მუხრუჭები, მაშუქები, სავალი ნაწილი, გაჟონვები და ავტომანქანის ვიზუალური მდგომარეობა. განმეორებით როცა მოდიან, 10-11% შემთხვევაში ხარვეზი აღმოფხვრილია. ყველაზე მეტად პრობლემურია ძველი მანქანები. რეგიონში 90-იანი წლების და უფრო ადრენდელი მანქანებიც ჰყავთ“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ აღდგომელაძე. მისივე თქმით, ავტომანქანებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ: „გამონაბოლქვი თავისთავად აზიანებს გარემოს, გაჟონვების დროს კი იღვრება სითხე და ასფალტს აფუჭებს. მთელი ეს დათვალიერების პროცესი, ძირითადად, გამონაბოლქვის შემცირებაზე მუშაობაა“. ტექნიკური დათვალიერებისათვის ახალციხის ცენტრს ყველაზე მეტმა ადამიანმა 2019 წლის თებერვალში მიმართა. ამ პერიოდში, 1 358 ავტომანქანიდან ინსპექტირება 993-მა გაიარა.2019 წლის მარტამდე სამცხე-ჯავახეთს მხოლოდ ეს ერთი ცენტრი ემსახურებოდა, მარტიდან კი ბორჯომსა და ახალქალაქში „გრინვეის“ტექინსპექტირების მოძრავი ცენტრები გაიხსნა, რამაც „მესხეთში“ მძღოლების მიმართვიანობა შეამცირა. „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა“ (IDFI ) ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირება ჩაუტარდა 232 470 ავტომანქანას. მათგან 114 840 დახარვეზდა, 117 640–მა კი ინსპექტირება გაიარა.ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების 90% გამოშვებულია 2009 წლამდე, მათმა 59%-მა კი ინსპექტირება ვერ გაიარა. კვლევაში ყურადღება ენიჭება ავტომანქანების მარკებსაც. იმ მანქანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც ინსპექტირება ვერ გაიარა და დახარვეზდა, ასე გამოიყურება: OPEL – 67 %HONDA – 59%NISSAN – 56 %MITSUBISHI - 56%FORD – 54 %BMW - 52%MERCEDES BENZ – 48% TOYOTA – 44%რაც შეეხება მანქანების წლოვანებას: 2000 წლის ჩათვლით გამოშვებული ავტომობილებიდან დახარვეზდა - 45 %2001-2005 წლებში გამოშვებული ავტომობილები - დახარვეზდა 40%2006-2010 წლებში გამოშვებული ავტომობილები - დახარვეზდა - 33% 2011-2015 წლებში გამოშვებული ავტომობილები - დახარვეზდა 28% 2016-2019 წლებში გამოშვებული ავტომობილები - დახარვეზდა 21% 2018 წელს, ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, ჯარიმების ოდენობამ ერთი მილიონი ლარი შეადგინა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი ქვეყანაში ოთხ ეტაპად განხორციელდა. ამ დროისთვის, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის შემოწმების გავლა სავალდებულოა. ინსპექტირების თითოეული ეტაპი შემდეგი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოიცავდა: I ეტაპი - 2018 წლის 1 იანვრიდან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძღოლის გარდა) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;II ეტაპი - 2018 წ. 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები;III ეტაპი - 2018 წ. 1 ოქტომბრიდან M1 - 3.0 ან მეტი მოცულობის ძრავის მუშა მოცულობის მქონე ავტომობილები;IV ეტაპი - 2019 წ. 1 იანვრიდან - ყველა დანარჩენი ავტოსატრანსპორტო საშუალება.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ნინოწმინდა დაისეტყვა [ფოტო]

საზოგადოება