შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხე–ტყის უკანონო ჭრაში სამცხე–ჯავახეთი ლიდერობს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22926 
 06 ივნისი 2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 23 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 19 ფაქტი, იმერეთში - 16, გურიაში - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 15, მცხეთა-მთიანეთში - 11, შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლის მასშტაბით - 13, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი, 18 ფაქტი დაფიქსირდა.ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 9,746.21 მ3 ხე-ტყე.ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი და ამოღებულია 12 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა - 56). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.[sknews.ge]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია