შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას თეატრის ვიზიტის შედეგები გააცნო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38823 
 07 ივნისი 2019

 

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის  პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელობამ სამუშაო შეხვედრა გამართა. პრესკონფერენციაზე საზოგადოებას  თეატრის ვიზიტის შედეგები გააცვნეს ბულგარეთსა და უკრაინაში.

შეგახსენებთ საერთაშორისო საფესტივალო ევროპული ტურიდან ოზურგეთის თეატრი გამარჯვებული დაბრუნდა.

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის  პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მიმდინარე წლის მაისში ხანგრძლივ საფესტივალო ტურში გაემგზავრა. თეატრმა ბოლო პრემიერით ანა პეტროვას „კოცნა“, ერთდროულად სამ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სპექტაკლი, რომელიც ბულგარულ-ქართული კოპროდუქციის შედეგია, ოზურგეთის თეატრში ბულგარელმა რეჟისორმა ნევენა მიტევამ განახორციელა. პროექტს საფუძველი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის ინიციატივით ჩაეყარა.

16 მაისს, ოზურგეთის თეატრი სწორედ სპექტაკლით „კოცნა“ ახალი ბულგარული დრამის ფესტივალის შუმენი-2019“, მაყურებლის წინაშე წარსდგა. სპექტაკლი მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა, გულწრფელი ოვაციაც დაიმსახურა.

ფესტივალს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, მას საფუძველი 1993 წელს ჩაეყარა და უკვე 26-ე ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის მიზანი თანამედროვე ბულგარული დრამატურგიის სცენური ინტერპრეტაციების ერთ სივრცეში ჩვენებაა.ოზურგეთის თეატრის სპექტაკლით „კოცნა“ დაიხურა შუმენის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი არ ითვალისწინებს საზღვარგარეთის ქვეყნების თეატრების სპექტაკლების კონკურსში მონაწილეობას. ოზურგეთის თეატრს გადმოეცა დიპლომი ფესტივალში მონაწილეობისთვის. 

იმავე დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოზურგეთისა და შუმენის თეატრებს, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და შუმენის ახალი ბულგარული დრამატურგიის ფესტივალებს შორის. შუმენის ფესტივალს საქართველოსა და აზერბაიჯანში წარმოადგენს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე, დუმბაძის ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ხოლო დუმბაძის ფესტივალს წარმოადგენს ბულგარეთში, შუმენის დრამატულ-თოჯინური თეატრის დირექტორი, შუმენის ფესტივალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დიმიტრი დიმიტროვი.

ფესტივალებსა და თეატრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და კოპროდუქციული სპექტაკლების შექმნა იგეგმება.

სპექტაკლი „კოცნა“ ვრაცის თეატრის სცენაზე 18 მაისს შედგა, ბულგარელი მაყურებლისათვის სპექტაკლის ბულგარულ ენაზე სინქრონულ თარგმანს თავად რეჟისორი, ქალბატონი ნევენა მიტევა ასრულებდა.

„კოცნამ“ ვრაცელი მაყურებლის გული და ჟიურის კეთილგანწყობა ერთნაირად მოიგო.

ოზურგეთის თეატრის სპექტაკლმა ვრაცაში საერთაშორისო ფესტივალის ორი პრიზი მიიღო: ფესტივალის მთავარი პრიზი- „თანამედროვე ბულგარული დრამატურგის საუკეთესო ინტერპრეტაცია“. მსახიობმა თამარ მდინარაძემ - „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ სპექტაკლში „კოცნა“ ბებიისა და გერმანელი ქალის როლების შესრულებისათვის.

უკრაინაში, მესამე ქალაქი, რომელმაც ოზურგეთის თეატრს უმასპინძლა, ხერსონია, რომელიც 17-26 მაისს XXI საერთაშორისო ფესტივალს „ტავრიის მელპომენას“ მართავს. ამ პრესტიჟულ ფესტივალში 22 მაისს ოზურგეთის თეატრმა ანა პეტროვას „კოცნა“ წარმოადგინა. სპექტაკლის რუსულენოვან სინქრონს უზრუნველყოფდა ქალბატონი მარიანა სლენიენე.

„ტავრიის მელპომენას“ საერთასორისო ფესტივალმა მსახიობი თამარ მდინარაძე დააჯილოვა ნომინაციით „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“.

22 მაისს, გვიან საღამოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ხერსონისა და ოზურგეთის დრამატულ თეატრებს შორის, ასევე „ტავრიის მელპომენეს“ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალებს შორის. მხარეებს წარმოადგენდნენ ბატონები ვასილ ჩიგოგიძე და ალექსანდრ კნიგა, მიკოლი კულიშის სახელობის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, უკრაინის სახალხო არტისტი. ბატონმა კნიგამ ამ ფაქტის აღსანიშნავად ფურშეტი გამართა, სადაც მოწვეული იყო სხვადასხვა ქვეყნის თეატრები. დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები. ბატონი კნიგას სიტყვებით კულტურას უკეთ შეუძლია ხიდების შენება ვიდრე დიპლომატიას.

ბატონმა ვასომ კოპროდუქციული სპექტაკლების შესაძლებლობებზე და მნიშვნელობაზე, თეატრებს შორის თამანშრომლობის ასპექტებზე ისაუბრა.

თეატრის საგასტროლო ტურნე გენიჩესკში გაგრძელდა.

ფესტივალებზე გამარჯვების სიხარულს არ ჩამოუვარდებოდა გენიჩესკელების საზეიმო დახვედრის რიტუალი ტრადიციული პურითა და მარილით, მისალმებებით, კონცერტით ქართველთა და უკრაინელთა მეგობრობის მემორიალთან, ქალაქის დასაწისში, გენიჩესკელი მაყურებლის ემოცია, ქართველთა სათვისტომოს „საქართველოს გაუმარჯოს“,  ქართული დროშით, სპექტაკლის წინ მასპინძლების გამოსვლები, ჩვენი დელეგაციის თოთოეული წევრის დასაჩუქრება და დიდი სითბო.

შეხვედრას თეატრის მსახიობები, მერის მოადგილეები ოსიკო თოთიბაძე და ირაკლი სირაძე, საკრებულოს თავჯდომარე დავით დარჩია და დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია