შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოკლული 9-წლის გოგონას ოჯახის წევრებს პოლიციაში დამატებით დაკითხავენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 06 ნოემბერი 2018
გორში მოკლული 9-წლის გოგონას მამა და პაპის ძმა, ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. მათ უფლებებს დღეიდან ადვოკატი, გიორგი გელხაური დაიცავს. ადვოკატის თქმით, მკვლელობის საქმეში პროკურატურამ მოკლული გოგონას ოჯახის წევრები დაზარალებულად სცნო. ,,მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დღეს, დამატებით დაიკითხებიან დაზარალებული ოჯახის წევრები." - აცხადებს გიორგი გელხაური. მისი განმარტებით, შესაძლოა, საქმის მასალების ნაწილი ოჯახს გადასცეს.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია