შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბადრი ბასიშვილი: ,,დაველოდოთ ოქრუაშვილის გადაწყვეტილებას"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 06 ნოემბერი 2018
,,გაერთიანებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი შიდა ქართლში ბადრი ბასიშვილი ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. ოქრუაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრის შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი ბადრი ბასიშვილს კომენტარისთვის დაუკავშირდა. ბასიშვილი ამბობს, რომ უმჯობესია კომენტარი მას შემდეგ გაკეთდეს, როდესაც ოქრუაშვილი გადაწყვეტილებას მიიღებს. ოქრუაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, გაერთიანდეს თუ არა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის დასამარცხებლად. ,,წესით, უახლოეს დღეებში უნდა მოიფიქროს" - გვითხრა ბასიშვილმა ოქრუაშვილის შესახებ. ირაკლი ოქრუაშვილი და გრიგოლ ვაშაძე სოფელ ტყვიავში შეხვდნენ. ,,როცა საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება, პიროვნული წყენა უნდა დავივიწყოთ" - განაცხადა ოქრუაშვილმა. გრიგოლ ვაშაძე არჩევნების მეორე ტურშია. დავიწყებს თუ არა ბასიშვილი ოქრუაშვილთან დაპირისპირებას, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ. ბასიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია რეგიონში. ის ოქრუაშვილთან და მის გუნდის წევრებთან დაპირისპირებულია ჯერ კიდევ 2006 წლიდან. ბასიშვილი დიდი ლიახვის ხეობაში ქურთას საკრებულოს თავმჯდომარე იყო. იმ პერიოდში ბადრი ბასიშვილი აცხადებდა, რომ სამხარეო პოლიციის უფროსი ალეკო სუხიტაშვილი დასაჭერად დასდევდა. სუხიტაშვილი შს მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მფარველობით სარგებლობდა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები