შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 06 ნოემბერი 2018
გორის უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი 2018 გაიმართა ღონისძიება 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფორუმში მონაწილეობა 15-22 წლის ასაკის 60-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებში დიპლომატიურ-ეკონომიკურ სფეროში ცნობიერების ამაღლება, დიპლომატიური კორექტივების ათვისება, მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში გარკვევა, ოფიციალური დოკუმენტების შემუშავების სტრუქტურის გაცნობა და საჯარო გამოსვლის ხელოვნების დაუფლება. ფორუმი, 3 ნოემბერს გაიხსნა. გახსნას დაესწრნენ ახალგაზრდობის ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები გაეროში, ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩები, პროგრამა “PITA”-ს რეგიონული კოორდინატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი, ორგანიზაცია „ლიდერთა ლიგის“ დამფუძნებელი, „EVSპროგრამის მოხალისეები საქართველოში, „მეგობრობის ხიდი ქართლოსის წარმომადგენლები“ და პროექტ „საქართველოს მოხალისის რეგიონული კოორდინატორი“. პროექტი საქართველოს მოხალისე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოველწლიური პროექტია, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. ,,საქართველოს მოხალისეს" მიზანია მოხალისეობრივი ინსტიტუტის გაძლიერება და მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი მუნიციპალიტეტში გახლავთ „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“. ფორუმის მხარდამჭერები არიან: „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, ორგანიზაცია „ლიდერთა ლიგა“, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორის მუნიციპალიტეტის მერია და სოციალური საწარმო „ლინიმა არტი“. ფორუმი, პროექტ „საქართველოს მოხალისის“ ეგიდით, გორის მოხალისეთა კლუბისა და პროგრამა “PITA”-ს ერთობლივი ორგანიზებით, ელენე მინდიაშვილისა და მედეა პავლიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები