შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აი, ნახავთ, რომ..." - ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38849 
 09 ივნისი 2019

ნახავთ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პირველი ტურის დროს განაცხადა, რომ მეორე ტურის მოლოდინი იყო.

"თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. რაც ვნახეთ კიდეც. დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, "საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიური ევროპული არჩევნები იყო".

"ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათანობით ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები და ეს მათ შორის, არჩევნებში უნდა გამოიხატებოდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია