შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თანამედროვე ტექნოლოგიები სამცხე–ჯავახეთში - ახალციხეს Techno Bus ეწვია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2019
„თანამედროვე ტექნოლოგიები დასაქმების და განათლების იდეალური საშუალებაა, ამის სათქმელად ვართ აქ და ხუთი დღის განმავლობაში შევხვდებით ახალგაზრდებს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ბიზნესის კეთება აინტერესებთ“, - გვითხრა Techno Bus-ის დამფუძნებელმა დავით ველიაშვილმა.რა როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს და როგორ შეიძლება მისი საშუალებით გამდიდრება? - ამ თემებზე სასაუბროდ Techno Bus-მა შეხვედრა დღეს ახალციხის მერიაში დაიწყო.ინოვაციებით დაინტერესებულ ადგილობრივებთან მომდევნო შეხვედრა ხვალ, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გაიმართება. ახალციხეში შეხვედრები კერძო სკოლა მზექაში, მუსიკალურ სკოლასა და ბოლოს ღია ცის ქვეშ, ცენტრალურ პარკშია დაგეგმილი, მონაწილეობა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.პროექტი უცხო ენების შემსწავლელი ვებ-გვერდის, Lingwing.ge-ისა და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება. Techno Bus ქვეყნის 50-მდე სკოლას უკვე ეწვია, მათი ბოლო გაჩერება კი სამცხე-ჯავახეთია.ახალციხის შემდეგ, პროექტის ორგანიზატორები ტექნოლოგიურ ინოვაციებზე სასაუბროდ ადიგენს, ბორჯომს, ასპინძასა და ახალქალაქს ეწვევიან.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია