შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით"- თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2019

2020 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით და კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შეხვდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებს მმართველი პარტია განახლებით შეხვდება.

„ჩვენ უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე. ასევე, დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამით და განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში. ასევე, ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია