შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ოცნების“ ხელისუფლება მორიგ სკანდალში ეხვევა-მაღალჩინოსნების მასობრივი დაჭერები იწყება?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38869 
 10 ივნისი 2019

ბიუჯეტიდან გამქრალი 66 მილიონი ლარი და სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნები - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მორიგ სკანდალში ეხვევა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშის გახმაურების შემდეგ აღმოჩნდნან.

აუდიტის სამსახურის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უწყებამ 25 ფინანსური და 53 შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ კი 66 მლნ ლარი შეადგინა.

სად წავიდა ხალხის მიერ გადასახადების სახით გადახდილი ფული? - ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც გამოძიებამ და მათ შორის მაღალჩინოსნებმა უნდა უპასუხონ, თუმცა ორივე მათგანი დუმს.

ფაქტი კი ოპოზიციას საფუძვლიანი ეჭვების გამოთქმის საფუძველს უჩენს - ხელისუფლების ოპონენტები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე და, უარეს შემთხვევაში, თანხის მითვისებაზე მიანიშნებენ.

აუდიტის სამსახურში კი აღნიშნავენ, რომ დარღვევებს სისტემური ხასიათი აქვს. შესაბამისად, მაკონტროლებელმა უწყებამ ინფოპრმაცია საგამოძიებო უწყებებსაც გადაუგზავნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან გამქრალ მილიონობით ლარზე ამჯერად არა ოპოზიცია არამედ სახელმწიფო აუდიტი საუბრობს, რაც სისხლის სამართლებრივი საქმის აღძვრის წინაპირობა უნდა გახდეს.

ოპოზიციონერის განცხადებით, ხელისუფლებას ბიუჯეტა ბიუჯეტს არამიზნობრივად და ხშირ შემთხვევაში რიგი ჩინოვნიკების საკეთილდღეოდ განკარგავს.

„ახლა მაინც ენჯეოები და ხაბეიშვილი არ ამბობს, რომ ბიუჯეტიდან ფული გააქრეს, აუდიტის სამსახურმა პირდაპირ დაწერა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 66 მლნ ლარი, ფაქტობრივად, გაქრა, წყალში გადაიყარა. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კორუფციაზე, იმაზე რომ მაღალჩინოსნები მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფქიქრობენ, ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადასტურა. საუბარია ათობით მილიონი ლარის გაფლანგვაზე, რაც სახელმწიფოსთვის დიდი პრობლემაა. ამ ფულით, მინიმუმ 50 000 პედაგოგისთვის ხელფასების ერთი წლის მანძილზე 1300 ლარამდე გაზრდა შეიძლებოდა. 600 000 პენსიონერისთვის კი 100 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერის გაცემა შეიძლებოდა. 39 ოჯახისთვის, რომელიც დაზარალებულია გურიაში ფაროსანას მიერ და ეს რეგიონი შიმშილის ზღვარზეა, აქ შეიძლებოდა ამ ფულით 500 ლარიანი ვაუჩერის მიცემა თითო ოჯახზე, რომ მინიმალური მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. ამ ფულით 25-35 სოფელში წყლისა და ბუნებრივი აირის პრობლემის თავიდან ბოლომდე მოგვარება შეიძლებოდა. არა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ფული პირდაპირი მნიშვნელობით გააქრეს.

ხელისუფლება მხოლოდ ხელის მოთბობაზეა გადასული და ცალ ფეხზე ჰკიდია მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა“- თქვა ხაბეიშვილმა.

ენმ-ს დეპუტატმა „ბილდინგ დეველოპმენტის“ საქმე გაიხსენა და თქვა, რომ ამ კომპანიის დირექტორს 7 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ტენდერის გარეშე მისცეს. ეს იმის მიუხედავად, რომ „ბილდინგ დეველოპმენტმა“ ვალდებულებები ოზურგეთში, წალკასა და სამეგრელოში ვერ შეასრულა.

„ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, სუხუაშვილი, კომპანიის დირექტორი, სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა აიყვანეს. თუმცა ჩემი აზრით ის დააკავეს, რათა უფრო მაღალი თანამდებობის პირებზე არ გავიდნენ. რადგან ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ არის, პოლიტიკური ნებაა დაკავებაც და არ დაკავებას. თუმცა ჩვენ ყველა ასეთ თემასა და ყველა მსგავს ქეისზე ვრეაგირებთ და პროკურატურას დამატებით ინფორმაციას ვაწვდით.

რაც შეეხება აუდიტის სამსახურის დასკვნას, ცალსახად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს აღნიშნული საქმეების შესწავლა“- დასძინა ხაბეიშვილმა.

კულუარებში პარალელურად ვრცელდება ინფრომაცია, რომ ცხელი ზაფხული იქნება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ხმაურიანი დაჭერები დაიწყება და რამდენიმე გავლენიანი მაღალჩინოსანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ეს ხმა განსაკუთღებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და ასევე, მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები დაიჭირეს.

 

 

წყარო: "ნიუ პოსტი"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია