შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘თორმა’ და ‘აბულმა’ შინ გაიმარჯვეს, ‘მესხეთი’ კი თბილისში დამარცხდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23038 
 13 ივნისი 2019
ბორჯომის „თორმა“ თბილისის „35 საფეხბურთო სკოლა“ ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე მიიღო და 2-1 დაამარცხა. ახალციხის „აკადემია მესხეთი“ კი „ცხუმთან“ თბილისში, ანგარიშით 3-1 დამარცხდა.„დაძაბული ბრძოლა იყო, ვეცდებით მოგებების სერია განვაგრძოთ. მიზანი ზედა ექვსეულში დარჩენაა, რომ მომავალ წელს „ლიგა სამში“ აღზევებისთვის ვიბრძოლოთ“, - გვითხრა „თორის“ მთავარმა მწვრთნელმა ვასილ ფირცხალავამ.გამარჯვება მოიპოვა ახალქალაქის „აბულმაც“. 11 ივნისს ახალქალაქელებმა „ივერია 2017“-ს უმასპინძლეს და 4-2 დაამარცხეს.სამივე გუნდი რეგიონული ლიგის ზედა ექვსეულში ადგილისთვის და ფეხბურთის ფედერაციისგან დაფინანსების შენარჩუნებისთვის იბრძვის.გუშინ გაიმართა კიდევ ერთი ბორჯომული გუნდის „ბორჯომის“ დაპირისპირება ს.ფ. „ბახმაროსთან“, „ეროვნულ ლიგა 3“-ში მოასპარეზე ბორჯომელებისთვის მე-15 ტურის მატჩი პრინციპული იყო, ვინაიდან გამარჯვების შემთხვევაში „ეროვნულ ლიგა 2“-ში აღზევების შანსი იზრდებოდა. „ბორჯომი“ სტუმრად ანგარიშით 2-0 დამარცხდა. შედეგად კი, დიდი ალბათობით, „ბორჯომი“ მომდევნო წელსაც „ლიგა 3“-ში იასპარეზებს.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია