შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოხვაურს გველები შემოესია- მოსახლეობა შეველას ითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38932 
 13 ივნისი 2019

ბოხვაურში, ერთ მეტრზე მეტი სიგრძის ორი ერთნაირი გველი მოკლეს.

გუშინ შუადღეზე ბოხვაურიში, ისტორიის მასწავლებლის, მერი ჩაჩუას ეზოში, ერთ მეტრზე მეტი სიგრძის გველი, მისმა მეუღლემ დენისმა მოკლა,ხოლო მეორე ზუსტად იგივენაირი გველი, მასწავლებელთან მიმავალმა მოსწავლემ შეამჩნია,მეორე გველიც მოკლეს.

თვითმხილველებმა "გურიის მოამბესთან" განაცხადეს რომ გველი იყო საკმაოდ დიდი ზომის, უცნაური სახეობის, მეტრზე მეტი,ჭრელი და წითელი წინწკლებით. ოჯახი და მეზობლები შეწუხებულები არიან ამ შემთხვევის გამო და ითხოვენ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ ამ შემთხვევით.

"წელს ძალიან ბევრი შემთხვევაა ქვეწარმავლები ყოველ დღე გვხვდებიან ეზოებსა და ბაღებში,ახლა კიდევ ასეთი უცნაური სახეობა გამოჩნდა. იქნებ მოგვაქციონ ყურადღება შესაბამისმა სამსახურებმა. ძალიან შეშინებულები ვართ"- გვიყვება თვითმხილველი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია