შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30876 
 15 ივნისი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო.


მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 260 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.მერის წარმომადგენლის სოფელ მუკუზანსა და ზეგაანში ეკატერინე ბენდელიანის განმარტებით, ორივე სოფლისთვის ჯამში 32 ათასი ლარია განსაზღვრული.
„მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით სოფელ მუკუზანში სოფლის სასაფლაოს შემოღობვა და საპირფარეშოს მოწყობა მოხდება. რაც შეეხება ზეგაანს, აქ განახლდება სკვერი, სასაფლაოზე მოეწყობა საპირფარეშო, საბავშვო ბაღი შემოიღობება და ეზოსთვის ინვენტარს შევიძენთ. სამუშაოები სოფელ მუკუზანში უკვე მიმდინარეობს, ხოლო ზეგაანში უახლოეს პერიოდში დაიწყება.“


პროგრამის ფარგლებში სამუშაოები დაწყებულია სოფელ ჭანდარშიც. მერის წარმომადგენლის გიორგი მანიჟაშვილის თქმით, სოფელზე 20 ათასი ლარია გამოყოფილი.
„მიმდინარეობს სტადიონის რეაბილიტაცია. უახლოეს დღეებში დაიწყება გარე განათების დამატება ისეთ ადგილებში, სადაც საჭიროა. კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული გვაქვს.“

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება 2009 წელს დაიწყო. პროგრამა 2016 წელს გაუქმდა და მისი აღდგენის გადაწყვეტილება მთავრობამ გასულ წელს მიიღო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია