შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთის გზაზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30878 
 15 ივნისი 2019
თუშეთის საავტომობილო გზის რთულ მოანკვეთებზე, ასევე იმ ადგილას, სადაც სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უნდა დაიწყოს, შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს.
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მერის წარმომადგნლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამართალდამცველებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

-"ამ დროისთვის ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან და პრობლემა არ არის. თუმცა მიმდინარეობს პოლიციასთან მოლაპარაკებები, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობაზე დაწესდეს შეზღუდვები, როგორი იქნება შეზღუდვა, სწორედ ამას ამას ვაზუსტებთ. სავარაუდოდ, შეზღუდვები ღამის საათებში ამოქმედდება. გადაწყვეტილება ყველა საკითხის გათვალისწინებით იქნება მიღებული,"- განუცხადა ლადო კახოიძემ speqtri.ge-ს.

შეგახსნეებთ, რომ გუშინ თუშეთის საავტომობილო გზაზე ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია