შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში გოგოსთან კამათის შემდეგ ახალგაზრდები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივნისი 2019
გორში 3 ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ხულიგნობაში ედება ბრალი. ერთ-ერთი მათგანს კი, პოლიციისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფისთვის წაუყენეს ბრალი. ახალგაზრდებს ჩამოართვეს ასევე ავტომანქანა. შემთხვევა სტალინის გამზირზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კამათი თავდაპირველად მამაკაცსა და გოგონას შორის მოხდა, რაშიც სამართალდამცველები ჩაერივნენ. ამის შემდეგ, დაპირისპირება პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის გაგრძელდა. შსს-ს ცნობით, ისროლეს იარაღიდან, თუმცა რა ტიპის იარაღი იყო გამოყენებული, გამოძიება ადგენს. დაპირისპირებისას დააკავეს სამი მამაკაცი. დანარჩენებმა ტერიტორია ავტომანქანით დატოვეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები მსუბუქი მარკის ავტომანქანას სუპერმარკეტ ,,ნიკალასთან" დაეწივნენ. მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოართვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია