შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილისნაირი "ვარსკვლავ ბიჭუნების" დაბრუნების მოლოდინი აღარ უნდა არსებობდეს - დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38961 
 15 ივნისი 2019

“ქართული ოცნება“ რომ უკონკურენტო გამარჯვებული აღარ არის ყველა არჩევნებში კარგად ჩანს. არჩევნებს იგებს არა მილიონი ლარი, არამედ მილიონი ხმა, რომელთანაც ოპოზიცია ძალიან ახლოს არის. ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემა უნდა შეიქმნას და  ივანიშვილისნაირი “ვარსკვალვ ბიჭუნების“ დაბრუნების მოლოდინი აღარ უნდა არსებობდეს“,- ამის შესახებ “2020NEWS”-თან “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რაც უფრო მაღალი იქნება ამომრჩეველთა აქტიურობა,  მით უფრო  მაღალი იქნება მმართველი პარტიის დამარცხების შანსი.

_ბატონო დავით,  გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავადვე დაადასტურა, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. “საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს  გამოხატვის თავისუფლება“- აღნიშნა კობახიძემ. როგორ ფიქრობთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რამდენად საშიშ ტენდენციას ქმნის“მაუწყებლობის შესახებ” კანონში  უხეში ცვლილებების შეტანა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ დონზე რეგულირდება?

_ „ქართული ოცნება“ მაიკ პომპეოს განცხადებამ ისე შეაშინა, რომ უკვე განცხადებების გაკეთებაშიც ძალიან აურია. ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არავის გასვლია და არც სამომავლოდ გაუვა. პირდაპირ ვამბობ, მმართველი პარტია ამ კანონის მიღებით ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს. საერთოდ, როცა ხელისუფლებას უჭირს ჭანჭიკებს უჭერს, რომელიც ხელში ატყდება ხოლმე.  

_პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოგან კრიტიკული განცხადებების მოსმენაც მოუწია.  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ტრიბუნიდან ქართულ მხარეს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებიკენ, თავისუფალი/ სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ  და ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებისკენ მოუწოდა. პომპეოს განცხადებები მწვავე გზავნილებად აღიქვით?

_ მაიკ პომპეომ ისე მწვავედ გააფრთხილა პრემიერ-მინიტრი მამუკა ბახტაძე, როგორც 2003-ში ბეიკერმა ედუარდ შევარდნაძე. როდესაც  მიხრწნილი ხელისუფლება ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს, ასეთ დროს დასავლეთი და პირველ ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად ყველაფერს აკეთებს, ასე იყო 2003-შიც, 2012-შიც და ასე იქნება 2020-შიც.   

- ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე პოლიტიკური პარტია შეიქმნა, რომელთა შორის  ეკა ბესელიას, დავით ჭიჭინაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური ძალები არიან. აღნიშნულმა პარტიებმა 2020 წელის საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, “ქართული ოცნება“ ვერ დაამარცხონ და ვერც საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა მოიპოვონ,  თუმცა პოლიტიკურ ვერტიკალზე ასეთი წვრილ-წვრილი პარტიების გამოჩანა “ქართული ოცნებისთვის“  საშიშ ტენდენციას წარმოადგენს?

_ბუნებრივია, აშინებდეს.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი მოწინააღმდეგე გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით “ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. ჯამურად, ველოდები, რომ  არჩევნებში ოპოზიცია მანდატების უმრავლესობას მიიღებს და პარლამენტში შესულ პარტიათა რაოდენობა ორნიშნა რიცხვამდე მიაღწევს. სამართლიანი აჩევნების ჩატარების შემდეგ “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. ყოველი არჩევნების შედეგები ადასტურებს იმას, რომ მმართველი პარტიის მიმართ  საზოგადოების 40%-იანი მხარდაჭერა ის მაქსიმალური ზღვარია, რომლის მიღება “ოცნებას“ ხალხის  მოსყიდვა დაშინებით შეუძლია. ამომრჩეველთა 60% კი მმართველი პარტიის წინააღმდეგია.   

_არ უშვებთ შესაძლებლობას რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ კარგად აპრობირებული მეთოდების გამოიყენებით არჩევნებში კვლავ უკონკურენტოდ გაიმარჯვოს? ასეთ  შემთხვევაში, ოპოზიციის  წარმატების გასაღებს, რა პერსპექტივა გააჩნია?

_“ქართული ოცნება“ რომ უკონკურენტო გამარჯვებული აღარ არის ყველა არჩევნებში კარგად ჩანს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რაც უფრო მაღალი იქნება ამომრჩეველთა აქტიურობა,  მით უფრო  მაღალი იქნება მმართველი პარტიის დამარცხების შანსი. არჩევნებს იგებს არა მილიონი ლარი, არამედ მილიონი ხმა, რომელთანაც ოპოზიცია ძალიან ახლოს არის.  ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემა უნდა შექიმანს და  ივანიშვილისნაირი “ვარსკვალვ ბიჭუნების“ დაბრუნების მოლოდინი აღარ უნდა არსებობდეს.

„ქართული ოცნება“ ყოველთვის და ყველაფერს ფულით ვეღარ იყიდის. როდესაც კრიტიკრულ ვითარეაში მყოფი ხელისუფლება მიხრწნილი ხდება, მას მილიარდები აღარ შველის. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან რაც უფრო გვიან წავა, მით უფრო მძიმედ გაწყდება ზამბარა და მით უფრო მწარედ მოხვდება მას.  2020 წელს ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შანი ძალიან დაბალია. ასეც რომც არ იყოს, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების“ მერები აუცილებლად დამარცხდებიან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება