შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილო არაფერი შეგეშალოთ!"- ლევან ვასაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38964 
 15 ივნისი 2019

ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ, - ასე მიმართავს ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილისში დაგეგმილ „თბილის პრაიდის“ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.

როგორც ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ, რომ დედაქლაქაში ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება „თბილისი პრაიდი“ გაიმართოს. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმაზე კვირას, 16 ივნისს შეთანხმდებიან.

ლევან ვასაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინდელ აქციაზეც ისაუბრა.

„თავიდან, მომეჩვენა, რომ პოლიცია იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამე მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში. იმათ კი ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს. ეტყობა ასეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას ვინც, საქართველოს სათავეშია მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ. ამ კვირაში, მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ, კონოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში და ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, - განაცხადა ვასაძემ.

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დაააკავეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა