შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების მინისტრმა ტყიბულელი და თერჯოლელი პედაგოგები და მოსწავლეები დააჯილდოვა

განათლება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5235 
 15 ივნისი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულელი და თერჯოლელი პედაგოგები და მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.

ასევე, მინისტრმა მათ ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ტყიბულში გამართულ ღონისძიებაზე ბატიაშვილმა სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოს შესახებაც ისაუბრა. ტყიბულსა და თერჯოლაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გამოცდაზე დარეგისტრირებულია 300 პრაქტიკოსი პედაგოგი, ჯილდოს აღების სურვილი კი 109 ზე მეტმა საპენსიო ასაკის პედაგოგმა გამოთქვა.

მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებმაც არაერთი თაობა გაზარდეს.

ღონისძიებას რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ესწრებოდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა