შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კაჭრეთში 0,4 კვ-იანი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30886 
 17 ივნისი 2019
,,ენერგო-პრო“ ჯორჯიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელ კაჭრეთში 0.4-კვ-იანი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.


კახეთის ფილიალის დირექტორის ბერდია გოგლოძის ინფორმაციით პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია შვიდ სატრანსფორმატორო ჯიხურს ჩაუტარდება.
„ რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7 სატრანსფორმატორო ჯიხურს და გარეშე პირის შეღწევისაგან მაქსიმალურად იქნება დაცული. სოფელ კაჭრეთში დაგეგმილია ასევე ავარიული ძველი ხის საყრდენების შეცვლა რკინა-ბეტონისა და ხის საყრდენებით. კომპანია ქსელში ახალ 550 საყრდენს დაამონტაჟებს, ასევე ამორტიზებული ღია სადენი 23 500 მეტრზე დახურული იზოლირებული კაბელით შეიცვლება."

მისივე თქმით, კომპანია ელექტრო ქსელის რეაბილიტაციასთან ერთად, კაჭრეთში მცხოვრებ 875 აბონენტს ინდივიდუალურ მრიცხველებს დაუმონტაჟებს ქსელის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად აღნიშნულ სოფელში მინიმალურად შემცირდება ავარიული სიტუაციები. ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია