შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30891 
 17 ივნისი 2019
დღეს გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის (გიმნაზიის) მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკამ მუშაობა დაიწყო. ამ ლოკაციაზე ტექნოპარკის მშენებლობაა დაგეგმილი.


როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სამუშაოებს შპს „ელჯორჯია“ ასრულებს. მშენებლობა ერთ წელში უნდა დასრულდეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 2 178 598 ათას ლარია გამოყოფილი. შეგახსენებთ, რომ მანამდე ტექნოპარკის მშენებლობისთვის ჯერ, კულტურისა და დასვენების პარკის, შემდეგ კი ყოფილი სამშობიარო სახლის ტერიტორია იყო შერჩეული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია