შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტი აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23075 
 15 ივნისი 2019
სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულს, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრება. შეხვედრა ბასთუმანში ახლადგახსნილი ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაში მიმდინარეობს. პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, ზურაბიშვილი დღეს, 15 ივნისს შეხვედრებს ადიგენში გამართავს, ხვალ 16 ივნისს კი ბორჯომში.აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ.კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. [მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია