შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილს დღეს ბორჯომში ელოდებიან

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7647 
 16 ივნისი 2019
სამცხე-ჯავახეთის ტურნეს ფარგლებში,დღეს,პრეზიდენტი ბორჯომს ესტუმრება. სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შემდეგი ადგილების მონახულება:

  • საკალმახე ზორეთი
  • ტიმოთესუბანი
  • ქარხანა
  • რომანოვების სასახლე
  • ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  • კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (შეხვედრა ხალხთან)
  • ბორჯომის ცენტრალური პარკი
ადგილობრივებს სალომე ზურაბიშვილი 13:45 წუთზე კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შეხვდება.

შეგახსენებთ,რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რემერტის ხიდი და ახალი ზარზმის მონასტერი დაათვალიერა. იგი სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია და მარნები დაათვალიერა, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში კი, დედათა ხელსაქმეს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანის ობსერვატორიას ესტუმრა.








სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება