შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩოხატაურში, დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი წყვილთა რბოლაში გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38986 
 16 ივნისი 2019

16 ივნისს, ჩოხატაურში, „ დასავლეთ საქართველოს სპორტის ფედერაციის“ ორგანიზებით, გაიმართა დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი ( III ეტაპი ) წყვილთა რბოლაში. 
ღონისძიებაზე მოწვეული იყო სხვადასხვა კლუბისა და ფედერაციის წევრები, ასევე, ყველა მოყვარულს ჰქონდა მონაწილეობის უფლება. 
ღონისძიება გაიხსნა წყვილთა რბოლით და დაიხურა DRIFT SHOW-თი. 
წყვილთა რბოლას უმსაჯეს „დასავლეთ საქართველოს სპორტის ფედერაციის“ წევრებმა, FIA-ს მიერ კვალიფიცირებულმა და ლიცენზირებულმა მსაჯთა გუნდმა. 
თითოეული ჯგუფიდან გამოვლინდა და დაჯილდოვდა 3 გამარჯვებული, ასევე, დაჯილდოვდა სამ კლასში გამარჯვებული მბრბოლელები, სულ 9 პრიზიორი. 
ჩემპიონატის მხარდამჭერია მუნიციპალიტეტის მერია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია