შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“ - მეუფე ისაია ლევან ვასაძის ქმედებებს აფასებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39011 
 17 ივნისი 2019

ლევან ვასაძის განცხადებებსა და ქმედებებს წმინდა სინოდის წევრების ერთი ნაწილი იზიარებს, მეორე ნაწილი კი ემიჯნება. 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ისაია ამბობს, რომ მსგავსი ძალადობრივი განცხადებები მიზანშეწონილი არ არის. 

„მე პირადად არასდროს ვმონაწილეობ მსგავს საკითხებში, არასდროს მიმიღია მონაწილეობა ასეთ საქმეებში. ბუნებით რევოლუციონერი არ გახლავართ“, - ამბობს მეუფე ისაია. 

„პრაიმტაიმის“ კითხვის საპასუხოდ მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ „მსგავსი ფორმით ადამიანებთან დაპირისპირება მიზანშეწონილად არ მიაჩნია“. 

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ მამაკაც მრევლს მოუწოდა შეუერთდნენ ლევან ვასაძეს მოძრაობას. 

„მოგმართავთ ჩემს სამწყსოს, კერძოდ კაცებს, ვისთვისაც ღმერთი, სამშობლო და ადამიანის ღირსება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, შეუერთდეს ლევან ვასაძის წამოწყებულ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სოდომისტურ-აღვირახსნილი მოძრაობის ალაგმვას” - ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთის: ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმნძღვანელობით გარკვეული ჯგუფი ლგბტ თემის წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს. ვასაძე „ნამდვილ კაცებს“ მოუწოდებს შეუერთდნენ მის მოძრაობას. 

ლევან ვასაძის და მისი მხარდამჭერების მიერ გაჟღერებული ძალადობრივი მოწოდებების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  

www.primetime.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია